საქართველო
ენა KAT kat
ენა KAT kat
საქართველო

ზრუნვა ეკოლოგიაზე

ეკოლოგია და მდგრადი განვითარება

მსოფლიოს ფერმერები ცდილობენ გაზარდონ წარმოების ეფექტურობა მზარდი მოთხოვნის პირობებში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე.

გარემოს დაცვა

კლიმატის ცვლილება, პლანეტის მოსახლეობის ზრდა და რესურსების შეზღუდულობა – ეს მხოლოდ რამდენიმე გამოწვევაა, რომლის გადაჭრაც მომავალში მოგვეხდება. ჩვენ კარგად გვესმის, რომ მომდევნო წლებში სოფლის მეურნეობის როლი კიდევ უფრო გაიზრდება – ეს მოითხოვს თანამედროვე გადაწყვეტილებების დანერგვას მინერალური კვებისა და სხვა მიმართულებებში.

მდგრადი განვითარება

სპეციალისტების პროგნოზით, 2050 წლისთვის პლანეტის მოსახლეობა გაიზრდება 1,5-ჯერ. ამას თან ახლავს კვების კულტურისა და მოხმარების ზოგადი ცვლილებები. ამ ფაქტორების ერთობლიობა გამოიწვევს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მზარდ მოთხოვნას.

დასათესავი ფართობები მუდმივად იზრდება, თუმცა ამ პროცესს მალე ექნება ზღვარი. სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის გაზრდის ძირითადი გზა გრძელვადიან პერსპექტივაში არის მისი ინტენსიფიკაცია.

სწორედ ამ მიმართულებაში შეუძლია „ევროქიმის“ სასუქებს გადამწყვეტი როლის შესრულება, რადგან ისინი სპეციალურად შექმნილია სოფლის მეურნეობის ეფექტიანობის გასაზრდელად, კულტურებისა და ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით.